უგემრიელესი კერძი თურქი შეფ-მზარეულისგან

ყაბაყი – იმდენად ხელმისაწვდომი და იაფი ბოსტნეულია, რომ მისგან მომზადებული კერძი თითემის მთელი მსოფლიოს კულინარიაში გვხვდება. დღეს ფპაპარაცი გასწავლით, თურქულად მომზადებული ყაბაყის რეცეპტს.

საჭირო მასალა:

  • ყაბაყი 4 ცალი
  • პომიდორი 2 ცალი
  • ხახვი 1 თავი
  • ტომატპასტა 2 ს/კ
  • პილპილი და მარილი გემოვნებით
  • საქონლის ხორცის ფარში 250 გ
  • ოხრახუში 0,5 კონა
  • ბრინჯი 1 ჭიქა
  • ზეთი 2 ს/კ

მომზადების წესი:

აიღეთ საშუალო ზომის ყაბაყი, გარეცხეთ, მოაჭერით ბოლოები. დაჭერით თითოეული ყაბაყი 3 თანაბარ ნაწილად, კოვზით ამოაცალეთ რბილობი.
დაჭერით წმინდად ოხრახუში და ხახვი, პომიდორი დაჭერით კუბიკებად. ბრინჯი გარეცხეთ.
ფარშში აურიეთ ბრინჯი, დაუმატეთ ხახვი, პომიდორი, ოხრახუში, მარილი და პილპილი, აურიეთ. ამოავსეთ ყაბაყის ნაჭრები მიღებული მასით.
ცალკე ჯამში ერთი ჭიქა წყალში გახსენით ტომატპასტა და ზეთი.
ქვაბში ვერტიკალურად ჩაალაგეთ ფარშირებული ყაბაყის ნაჭრები, ჩაასხით წყალში გახსნილი ტომატპასტა, ზემოდან დაასხით ადუღებული წყალი ისე, რომ დაფაროს ყაბაყი ნახევრად.
დააფარეთ თავსახური ქვაბს და დადგით დაბალ ცეცხლზე. ხარშეთ 30 წუთი ადუღებიდან.
სუფრასთან მიიტანეთ არაჟანთან და მწვანილთან ერთად.

ასევე იხილეთ

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.