უსადენო SSD-ით ფაილების ტრანსფერს წამებში შეძლებთ

ის დრო, რომელსაც ამ წინადადების წაკითხვისას ხარჯავთ, AIRmini-ს 4K ტევადობის ფილმის გადასატანად სჭირდება. 2200 Mbps სიჩქარით, AIRmini, ალბათ, ყველაზე სწრაფი SSD-ია… იგი საშუალებას გაძლევთ, უსადენოდ გააზიაროთ და გადაიტანოთ მონაცემები, შექმნათ სარეზერვო მოწყობილობები, შეინახოთ ფაილები და ვიდეოები.

AIRmini კომპაქტურია და ჯიბეშიც კი მარტივად თავსდება. 4-ტერაბაიტიანი მეხსიერება წყალგამძლე, მტვერსაწინააღმდეგო, უხეშ გარე კორპუსშია მოთავსებული. მას აქვს პორტატიული შესანახი მოწყობილობა, რომელზე წვდომაც ინტერნეტის გარეშე შეგიძლიათ. პატარა SSD WiFi 6-ზე მუშაობს, მაღალსიჩქარიან კავშირს ქმნის, რომელიც ფაილების წამებში გადატანას უზრუნველყოფს, ხოლო Thunderbolt 3-ით მომუშავე USB-C პორტი SSD-ზე ტელეფონის 128 გბ. მეხსიერებას ერთ წუთში გადაიტანს.

SSD-ს ერთდროულად 4 მოწყობილობასთან დაკავშირება და მონაცემების გაზიარება შეუძლია, რაც ფაილებზე წვდომას, სათანადო კაბელების გარეშე, მოგცემთ. ის თავსებადია Windows, Android, Mac, iOS და Linux მოწყობილობებთან. უპრობლემოდ მუშაობს ლეპტოპებთან, პლანშეტებთან, სმარტფონებთან, სათამაშო კონსოლებსა თუ დრონებთან.

AIRmini-ს სპეციალური აპლიკაციაც აქვს — მოწყობილობაზე ერთი ღილაკის დაჭერით, ფაილებზე მიიღებთ წვდომას. იგი აღჭურვილია 256-ბიტიანი AES დაშიფვრით, რომელიც ფაილებს ციფრული დაცვის გაუმტარ ფენას ამატებს. Google Drive-ის ან iCloud-ის ბიზნეს მოდელებისგან განსხვავებით, მას ერთჯერადი გადახდა და 5-წლიანი გარანტია აქვს. 1, 2 და 4-ტერაბაიტიანი AIRmini საკმარისი იქნება თქვენი მონაცემების პრაქტიკულად ყველა მოთხოვნის შესასრულებლად.

ასევე იხილეთ

Yamaha-მ ახალი, ელეგანტური ელექტრო სკუტერი წარმოადგინა

Yamaha-მ ახალი, ელეგანტური ელექტრო სკუტერი წარმოადგინა

ტრანსპორტის ინდუსტრია ყოველდღიურად იხვეწება და სრული სვლით წინ მიიწევს. ელექტროფიცირების მიმართულებით ინოვაციას არც Yamaha ჩამორჩება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.