ფხვიერი ცომი, კენკრა და შოკოლადის განაში

შოკოლადისა და ჟოლოს ტარტი – დესერტი, რომელიც ჰარმონიულად ითავსებს შოკოლადს, პიტნასა და კენკრას. თუ რაიმე უჩვეულო, ტკბილი და ახალი მოგინდათ, გაითვალისწინეთ ეს რეცეპტი!

ინგრედიენტები:

  • 250 გრ ხორბლის ფქვილი
  • 150 გრ კარაქი
  • 100 გრ შაქრის პუდრი
  • 2 კვერცხი
  • 0,5 კონა პიტნა
  • 200 გრ შავი შოკოლადი
  • 250 გრ ჟოლო
  • 250 მლ ნაღები
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება:

  1. შეურიეთ შაქრის პუდრი, ფქვილი, 100 გრ კარაქი და მარილი. ხელით მოურიეთ და შექმენით ბურთი. შეახვიეთ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში 2 საათით.
  2. გამოიღეთ ნარევი, დაუმატეთ კვერცხი და მოზილეთ ცომი. გააბრტყელეთ და დადეთ მრვალ საცხობ ფორმაზე. დაჩხვლიტეთ ჩანგლით, ზემოდან დაადეთ პერგამენტი. დააყარეთ ნებისმიერი ბურღული და მოათავსეთ 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში20 წუთით. შემდეგ გამოიღეთ, მოაცილეთ ბურღლი და ისევ შედგით 5 წუთით 180 გრადუსზე.
  3. გამომცხვარ ფენაზე დააწყვეთ ჟოლო, დაასხით შოკოლადის განაში. შედგით მაცივარში 2 საათით.
  4. ჟოლოები გაჭერით შუაზე, შეურიეთ წვრილად დაჭრილ პიტნასთან.

ასევე იხილეთ

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.