ქალის სხეულის 3 ნაკლი, რომელიც აგიჟებს მამაკაცებს ქალებს კი აკომპლექსებს

ქალები ხშირად კომპლექსდებიან თავიანთი ამა თუ იმ ნაკლის გამო. მათ არასოდეს არ მოსწონთ თავიანთი ფიგურა, ხან იწუნებენ თმას, ხან კანს… ისინი ჩვეულებისამებრ, ცდილობენ მამაკაცების თანდასწრებით გამოიყურებოდნენ იდეალურად. და თქვენ იკითხეთ რა მოსწონთ მათ?

იმის გამო, რომ ქალები და მამაკაცები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მათ გემოვნებაც განსხვავებული აქვთ და უპირატესობასაც სხვადასხვა რამეს ანიჭებენ. და ნუ დაგავიწყდებათ, რომ მამაკაცები ყველაფერს სხვაგავრად ხედავენ.

ამიტომ ის, რაც არ მოსწონთ ქალებს საკუთარ სხეულში, შეიძლება აგიჟებდეს მამკაცებს.

მაშ ასე, ჩამოვთვალოთ ქალის სხეულის რამოდენიმე ,,ნაკლი”

განიერი თეძოები

გოგონები ხშირად ცდილობენ დაიფარონ ტანსაცმლით ან მოიშორონ ,,ზედმეტი” თეძოებიდან, რის გამოც მთელ დღეს ატარებენ სპორტულ დარბაზებში ან თავს იტანჯავენ შიმშილით.

მაგრამ, მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ განიერი თეძოები ნაკლი არ არის. უამრავ მამაკაცს მოსწონს განიერი თეძოები, ეს ხომ ბუნებაა, ქალის ორგანიზმი უფრო მსხვილია. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მამაკაცებს მოსწონთ ფუმფუა ფორმები.

და ამასთანავე, როგორც უძველესი დროიდან ითვლებოდა, განიერი თეძოები იმის მაჩვენებელია, რომ ქალს შეუძლია გააჩინოს ჯანმრთელი და ძლიერი ბავშვი.

პატარა მკერდი

ძვირფასო ქალებო, დაიმახსოვრეთ! პატარა მკერდი, მამაკაცის თვალით, ძალიანაც სექსუალურია. მამაკაცების უმრავლესობას მკერდი ისედაც მოსწონს და პრიორიტეტულია არა მისი ზომა, არამედ ფორმა.

სიმკვრივე მკერდს უფრო მიმზიდველს ხდის და ამასთანავე დიდი მკერდი მატებს ასაკს.

ასე რომ, ძვირფასო ქალებო, ნუ კომპლექსდებით ამ მიზეზით და მით უფრო, ნუ მიმართავთ ქირურგიულ ჩარევას!

ეს არის არა ბრტყელი მუცელი

მთელი ძალებით, ნუ ეცდებით მუცლის მოშორებას. ყველა ადამიანები ვართ და ყველაფერში იდეალური, უბრალოდ არ არსებობს. ეს ხომ ბუნებაა და პატარა მუცელი – ეს ბუნებრივია.

გამოკითხვების მიხედვით, მამაკაცისთვის უფრო სასიამოვნოა მოეხვიოს და შეეხოს რბილ მუცელს, ვიდრე მყარ კუბებს, რაც არ არის ქალური.

მაგრამ, ჩემო ძვირფასებო, არ ღირს უარის თქმა ფიზიკურ დატვირთვაზე და სწორ კვებაზე. არ უნდა მიატოვოთ საკუთარ თავზე ზრუნვა. ლამაზი და მიმზიდველი თეძოები ჯერ არავის აუკრძალავს! ))

დასასრულს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის – ქალებისთვის, მთავარია მივიღოთ და შვიყვაროთ საკუთარი თავები ისეთები, როგორებიც ვართ! იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა მოსწონთ მამაკაცებს. პირველ ადგილზე უნდა იყოს ის, რასაც ჩვენ ვანიჭებთ უპირატესობას და ჩვენი მოთხოვნილებები საკუთარი თავის მიმართ.

ასევე იხილეთ

ანალური სექსის წესები

ანალური სექსის წესები

ანალური სექსი ტაბუირებული თემა აღარ არის და მასზე საუბარს უკვე ღიადაც აგრძელებენ.მაგრამ მაინც ამ ტიპის …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.