ქვეყნები, რომლებმაც ტერიტორია ხელოვნურად გაიფართოვეს

მსოფლიოში ათასობით კუნძული არსებობს. დღესდღეობით პლანეტაზე ისეთ კუნძულებსაც ნახავთ, რომელბიც არა ბუნებამ, არამედ ადამიანებმა შექმნეს. ხშირ შემთხვევაში, ასეთ კუნძულებზე აეროპორტები და საზღვაო პორტები მდებარეობს. მაგრამ, არის ისეთებიც, რომლებზეც ხალხი ცხოვრობს.

ასეთი კუნულების მეშვეობით ეკონომიკური პრობლემებიც გვარდება და მართალია, დიდად არა, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიაც იზრდება.

მთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე საინტერესო და გამორჩეულ ხელოვნურ კუნძულებს.

იაპონია

2016102120060073439-1-1637044195.jpg

პირველი ხელოვნური კუნძული, რომლის შესახებ კაცობრიობისთვის არის ცნობილი, 1634 წელს იაპონიაში შექმნეს. კუნძულს დეჯიმი ერქვა და მასზე, ჰოლანდიური გემების მისაღებად, პორტი იყო აშენებული. მას შემდეგ, ამ ქვეყანაში კიდევ არაერთი ხელოვნური კუნძული შექმნეს. მათ შორის, – კუნძული-პორტი ქალაქ კობეში.

2016102120194573439-1637044260.jpg

ამ ხელოვნური კუნძულის ფართობი 833 ჰექტარია და ის 1966 -1981 წლებში შეიქმნა. პორტის გარდა, კუნძულზე, 15 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. კანსაის საერთაშორისო აეროპორტი ოსაკას ყურეში, ასევე ხელოვნურ კუნძულზე აშენდა.

აღნიშნული კუნძულების გარდა, არის სხვა კუნძულებიც (ჩუბუ, კანსაი, ბედის, ოცნების…), რომლებზეც სასტუმროები, დასასვენებელი სახლები, ჰიპერმარკეტები, უნივერსიტეტები და სხვა სახის ინფრასტრუქტურა განთავსებული.

ბაჰრეინი

amwaj-islands-1637044501.jpg

9 კუნძულისგან შემდგარი, ამვუაჯას (Amwaj Islands) ხელოვნური არქიპელაგი სპარსეთის ყურეში მდებარეობს. მისი ფართობი 2, 79 კვ. კმ-ია (2, 4 X 2, 1 კმ) და მასზე დაახლოებით, 10 ათასი ადამიანი ცხოვრობს. არქიპელაგს მცურავ ქალაქსაც ეძახიან, რადგან მასზე ვილების გარდა, არის მაღალსართულიანი კორპუსები (ყველაზე მაღალი 23 სართულიანია), მაღაზიები, სკოლები, უნივერსიტეტი, საავადმყოფო და აეს-ი. გარდა ამისა, დასვენების და გართობისთვისაც ყველა პირობაა შექმნილი.

ყატარი

the-pearl-qatar-1-1637044599.jpg

პერლა ყატარი — იგივე ყატარის მარგალიტი ხელოვნური კუნძულია, რომლის ფართობი 4 მლნ. კვ. მეტრია. მდებარეობს დოჰას სანაპირო ხაზთან. პროექტის საწყისი ფასი 2, 5 მლრდ. დოლარი იყო და დღეს ქალაქის ამ რაიონში 12 000 ადამიანი ცხოვრობს.

ნიდერლანდები

2019091418072173439-1637044725.jpg

ფლევოლენდი (ნიდ. Flevoland) — ნიდერლანდის პროვინციაა, რომელიც მის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ის ეისელმერის ტბის დაშრობის შედეგად წარმოიქმნა და ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა ნაწილია. პროვინცია 1986 წ. დაარსდა, მასში 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობს და 6 რაიონად არის დაყოფილი.

არაბთა გაერთიანებული საამიროები

ბურჯ-ალ-არაბი

7d313eecc580e8f8b02e3c988d0a2c49-1637044812.jpg

ეს ულამაზესი შენობა სასტუმროა და ის სიმაღლით (321 მ.) მესამეა, დუბაის 2 სასტუმროს: «ვარდის კოშკის» (333 მ.) და «JW Marriott Marquis» (335 მ.) შემდეგ.

მსოფლიოს კუნძულები

nintchdbpict000000656372-1637044888.jpg

The World ან მსოფლიოს კუნძულები — ხელოვნური არქიპელაგია, რომელიც 300 კუნძულისგან შედგება, ვიზუალურად მსოფლიო რუკას ჰგავს და დუბაის სანაპირო ხაზიდან 4 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. თითოეული კუნძულის ფართობი 14 000-დან – 42 000 კვ. მ-ია. საერთო ფართობი – 55 კვ. კმ. ხოლო, კუნძულებს შორის საშუალო დაშორება – 100 მეტრს შეადგენს.

პალმა ჯუმეირა

palm-807x400-1637045014.jpg

ეს ხელოვნური კუნძულების არქიპელაგია, რომელსაც პალმის ფორმა აქვს. შედგება “ღეროსა და 16 ფოთლისგან”, მდებარეობს დუბაის სანაპიროზე და ერთ–ერთია, პალმის ტიპის სამ ხელოვნურ არქიპელაგს (პალმა ჯუმეირა, პალმა ჯებალ ალი და პალმა დეირა) შორის.

d4-1637045064.jpg

პალმის კუნძულები დუბაის სანაპირო ხაზს 520 კილომეტრით ზრდის. არქიპელაგებს შორის პალმა ჯუმეირა ყველაზე პატარა და ყველაზე ორიგინალური არის.

2016102121110973439-1637045147.jpg

ასევე იხილეთ

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში

თუ პანდემიის დროს სახლში დარჩენილნი მომავალ მოგზაურობაზე ოცნებობთ და საკუთარ თავს ბალიზე, ან მალდივებზე, სულაც …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.