ყველაზე აუტანელი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

საოცარია, მაგრამ სწორედ ეს მამაკაცები გახლავთ ქალების ნებიერები. მიუხედავად თავისი აუტანლობისა, ისინი ნამდვილი გულთამპყრობელები არიან!

მე-3 ადგილი – ვერძი

ვერძი წარმოუდგენლად ჯიუტია, მასთან კამათს აზრი არ აქვს. ის უბრალოდ არ მოუსმენს თქვენს არგუმენტებს. დაიმახსოვრეთ: არსებობს არასწორი მოსაზრება და ვერძის მოსაზრება. სხვა ვარიანტი უბრალოდ გამორიცხულია.

მეორე თვისება, რომელიც მამაკაც ვერძს აუტანელს ხდის, არის ზედმეტი სწორხაზოვნება. თუ ის მიიჩნევს, რომ ვარცხნილობა არ გიხდებათ, ან ღმერთმა არ ქნას და, გასუქდით, ვერძი აუცილებლად შეგატყობინებთ ამას. ამასთან, შესაძლოა ამ დროს მარტონიც არ იყოთ.

ამ თვისებებს დაუმატეთ აბსოლუტურად ბავშვური ეგოიზმი და მამაკაცი ვერძის პორტრეტი მზადაა. ვერძი ბავშვია, რომელიც საკუთარ ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს. და მისთვის სულერთია, დაიაღალეთ თქვენ თუ არა, რადგან კინოში უნდა წაგიყვანოთ. ბავშვს უნდა – ე.ი. მიჰყვებით.

მე-2 ადგილი – ქალწული

მამაკაცი-ქვა – ეს შედარება ყველაზე ზუსტად ახასიათებს ქალწულს. მისი იდეალური მანერების მიღმა ემოციების კორიანტელი იმალება. ან შეიძლება, არა, ამას ვერასოდეს მიხვდებით. თუ ქალების საყვარელ ხრიკებს გამოიყენებთ: მაგალლითად, აეჭვიანებთ, ან ზედმეტად გამომწვევად ჩაიცვამთ, ან ისტერიკას მოუწყობთ – ჩათვალეთ, რომ მას უკანასკნელად ხედავთ.

კიდევ ერთი თვისება, რომელიც ქალწულებს ახასიათებს, გახლავთ წარმოუდგენელი სკურპულოზურობა. თუ მასთან შეხვედრა 6 საათზე დათქვით, ღმერთმა არ ქნას, 5 წუთით დაგაგვიანდეთ. აუცილებლად მოისმენთ ხანგრძლივ აღმზრდელობით ლექციას. მამაკაც-ქალწულებს ხშირად აქვთ წვრილმანი ჩვევები, რომლებსაც არასოდეს არღვევენ.

1-ლი ადგილი – თევზები

თევზებზე აუტანელი მამაკაცების პოვნა შეუძლებელია. არ ტოვებენ არცერთ ქალს უყურადღებოდ. დღეს თქვენი რჩეული გატაცებულია ქირომანტიით და გიყვებათ მასზე აღფრთოვანებით, ხვალ იოგის პრაქტიკას იწყებს, ზეგ კი შეიძლება საერთოდ გაქრეს… რათა დაბრუნდეს 1 თვის შემდეგ და ძენ-ბუდიზმის ლექციაზე მიგიწვიოთ… და ცოტაოდენი ფული გესესხოთ. და თუკი მაინც ასესხეთ მას ფული, შეგიძლიათ დაემშვიდობოთ.

თუ მამაკაცმა-თევზებმა რესტორანში მიგიწვიათ, თან დიდი ტანხა იქონიეთ, არ არის გამორიცხული, თქვენ მოგიწიოთ გადახდამ.

ასევე იხილეთ

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს ცივი გული აქვთ

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს ცივი გული აქვთ

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები ცივსისხლიანები არიან და უყვართ განცალკევება. ძნელად იხსნებიან ნამდვილი გრძნობებისათვის. სწორედ ამ …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.