ყველაზე საშიში სასტუმრო მსოფლიოში, სადაც ღამის გათევას მხოლოდ ექსტრემალები ბედავენ

პერუში მაჩუ-პიქჩუსთან არც ისე შორს მსოფლიოში ყველაზე საშიში სასტუმრო მდებარეობს, სადაც დარჩენას მხოლოდ ექსტრემალები თუ ბედავენ.

სასტუმროს მოწყობის იდეა ადგილობრივ კომპანია Natura Viva-ს რამდენიმე წლის წინ მოუვიდა და მათ მთაზე 122 მეტრის სიმაღლეზე, 3 კაფსულა განათავსეს.

მთაზე განთავსებულ მე-4 კაფსულაში და სასადილოა მოწყობილი, სადაც სტუმრებს შეკრება და სადილობა შეუძლიათ.

კაფსულაში მოსახვედრად მის სტუმრებს რამდენიმე გზა აქვთ- მათ შეუძლიათ მთის ფერდობიდან კაფსულამდე აღჭურვილობის მეშვეობით დაეშვან, ქვემოდან აცოცდნენ, ან ზიპლაინი გამოიყენონ.

რაც შეეხება საფასურს, კაფსულაში 1 ღამის გატარება 300 აშშ დოლარამდე ღირს.

ასევე იხილეთ

ყველაზე ცივი ადგილი დედამიწაზე

ყველაზე ცივი ადგილი დედამიწაზე

თუ ზამთრის დადგომისთანავე აუტანელ სიცივეებზე წუწუნებთ და გაზაფხულის დადგომამდე რადიატორს არ სცილდებით, ეს წერილი თქვენთვისაა. …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.