ყველაზე ჭკვიანი ზოდიაქოს ნიშნები

ყველა ადამიანს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარე. ზოდიაქოს ნიშნებიც შეიძლება პირობითად დავყოთ “ანალიტიკურებად” და “სინთეზურებად.” ერთ ნაწილს უფრო ძლიერ აქვს განვითარებული ანალიზის უნარი, ხოლო მეორეს – აღქმის.

საუკეთესო ანალიტიკოსებად მიიჩნევიან მერწყულები, ხოლო ყველაზე კარგ პროგნოზს მორიელები აკეთებენ.

მორიელის გასულელება შეუძლებელია. ისინი აშკარად ხედავენ თქვენ იდუმალ ზრახვებს და არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობთ ხმამაღლა.

ცეცხლის ნიშნები

ვერძი, ლომი, მშვილდოსანი – მათ გააჩნიათ ინტუიციური აზროვნება. ისინი ხედავენ შესაძლებლობას და მიდიან რისკზე მიზნის მისაღწევად. ხოლო როდესაც მიაღწევენ, თქვენ გაიფიქრებთ: “აი იდეა! და რატომ მე ვერ მოვიფიქრე ეს?” შეიძლება თქვენ იფიქრეთ კიდეც, მაგრამ მხოლოდ ცეცხლი იძლევა მიზნისა და იქამდე მისაღწევი გზის დანახვის საშუალებას.

მიწის ნიშნები

კური, ქალწული, თხის რქა – პრაქტიკული აზროვნების მქონენი არიან. მათთვის დამახასიათებელია ყველაფერი – ბიუჯეტის მართვიდან დაწყებული, სამსახურში პრობლემების მოგვარებით დამთავრებული.

ჰაერის ნიშნები

ტყუპები, სასწორი, მერწყული – მათ ახასიათებთ იდეალისტური ანალიტიკური აზროვნება. ეს ნიშნები ცხოვრობენ იდეების სამყაროში. საზოგადოებაში ისინი თავს გრძნობენ ისე, როგორც თევზი წყალში. ეს ნიშნები ემოციებს იდეებს ამჯობინებენ.

წყლის ნიშნები

კირჩხიბი, მორიელი, თევზები – კარგად შეუძლიათ პერსპექტივაზე ფიქრი. მხოლოდ მათ აქვთ უნარი, გაიგონ მოსაუბრის მოტივაცია და გრძნობები. აი, ორი საინტერესო ფაქტი: ჩინურ ასტროლოგიაში წყალი შეესატყვისება ჭკუას. ხოლო ნებისმიერი საძიებო ველი “გენიოსის” მოთხოვნაზე გიპასუხებთ ალბერტ აინშტაინის ფოტოთი, რომელიც დაბადებული იყო თევზების ნიშნის ქვეშ.

ასევე იხილეთ

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს ცივი გული აქვთ

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს ცივი გული აქვთ

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები ცივსისხლიანები არიან და უყვართ განცალკევება. ძნელად იხსნებიან ნამდვილი გრძნობებისათვის. სწორედ ამ …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.