შარდის ფერი – თქვენი ჯანმრთელობის ინდიკატორი

ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ შარდს ჩვენი სხეულის შესახებ ბევრის თქმა შეუძლია. ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის ინდიკატორი და მისი ფერი, სუნი ან სიხშირე გვეხმარება გავარკვიოთ, რომ ჩვენ ჯანმრთელობას რაღაც პრობლემა აქვს. 

შარდი შედგება 95% წყლისა და 5% შარდოვანას, კალიუმის, კრეატინინსი და სხვა კომპონენტებისგან, რომლებიც შარდისა და საჭმლის მომნელებელი სისტემასთან დაკავშირებულ ქიმიური პროცესების გვერდით პროდუქტებს წარმოადგენს. 

ურობილინი – ნარჩენი პროდუქტი, რომელიც წითელი სისხლის უჯრედის დაშლის შედეგად წარმოიქმნება, შარდის მოყვითალო ფერის მიზეზი. 

უფერო შარდი

სუფთა შარდი გადაჭარბებულად ჰიდრატირებულ სხეულზე მიუთითებს – ეს შეიძლება ელექტროლიტების გახსნისა და ორგანიზმში ქიმიური დისბალანსის ნიშანი იყოს. 

ღია ყვითელი ფერი

თუ თქვენი შარდის ფერი ღია ყვითელია ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი სხეული სათანადოდ დატენიანებულია. ეს ფერი შარდის ყველაზე ჯანმრთელ, ნორმალურ ფერად არის მიჩნეული. 

კაშკაშა ყვითელი ფერი

ეს გაუწყლოების მთავარი ნიშანია. თუ ასეთი ფერი შენიშნეთ, ჩვენი რეკომენდაცია იქნება წყლის მოხმარება გაზარდოთ. 

მუქი ყვითელი ფერი

ეს გაუწყლოების უფრო სერიოზული დონის ნიშანია. ასევე B ვიტამინის მაღალი შემცველობის ნიშანი შეიძლება იყოს. გირჩევთ ბევრი სითხე მიიღოთ, მაგ.ც წყალი ან ჩაი.

ნარინჯისფერი

თუ თქვენი შარდის ფერი ნარინჯისფერია, ეს თქვენს სხეულში ბილირუბინის მაღალ შემცველობას მიუთითებს. ასევე შეიძლება საშარდე გზების დაავადების შედეგი იყოს ან ნაღვლის ბუშტის სადინრების გაუვალობის ნიშანი. 

ვარდისფერი

შარდმა ეს ფერი ჭარხლის ჭარბი მოხმარების დროს შეიძლება მიიღოს. ამასთან შეიძლება სერიოზული პრობლემის მაჩვენებელი იყო, იმის რომ შეიძლება შარდს სისხლი მოჰყვებოდეს. ამიტომ თუ ეს ფერი შენიშნეთ უროლოგს დაუყონებლივ ეწვიეთ. 

მუქი ვარდისფერი

ხშირ შემთხვევაში შარდის მუქი ვარდისფერი შეფერილობა სერიოზული ავადმყოფობის ნიშანია. ეს შარდში სისხლის მნიშვნელოვან რაოდენობაზე მიუთითებს და სერიოზული დაავადების ნიშანია, მათ შორის შარდის ბუშტის ინფექციის, ზოგიერთ შემთხვევაში კი კიბოს. თქვენ ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ!

წითელი ფერი

ეს მიუთითებს იმას, რომ შარდში ბევრი სისხლია. ეს ხშირად კიბოს ნიშანია, მაგრამ ექიმთან აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ. 

ყავისფერი

შარდის ეს ფერი ზოგიერთი მედიკამენტის შედეგია, როგორიცაა ანტიბიოტიკი მეტრონიდაზოლი ან ანტიმალიატარული ქლოროკინი.

ცისფერი ან მწვანე 

ეს სხეულში ჭარბი ხელოვნური საღებავების რაოდენობას მიუთითებს. გარდა ამისა, მიუთითებს ტრივიალური საკვები პროდუქტის არსებობას, როგორიცაა ჟელე ან მედიკამენტი, რომელიც, როგორც ცნობილია, შეიცავს ცისფერ მეტილენს. ამაში სერიოზული არაფერია და შეგიძლიათ დიდი რაოდენობის ჰიდრატაციით მოიშოროთ!

ასევე იხილეთ

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.