უკვე რამდენიმე წელია, ვსვამ ძალიან სასარგებლო სასმელს, რომელსაც “შავი ბალზამი” ეწოდება. გემოც არაჩვეულებრივი აქვს და თვისებებიც: კლავს წყურვილს, უხდება ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს, საჭმლის მონელებას. მე მას პენსიონერთა დოპინგს ვუწოდებ. მოხარული ვიქნები, თუ რეცეპტი თქვენს მკითხველსაც გამოადგება.
ბალზამის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ინგრედიენტები:
- კრაზანა – 3 ჩ/კ
- ვირისტერფა – 3 ჩ/კ
- თავშავა – 2,5 ჩ/კ
- გვირილა – 2 ს/კ
- პიტნა – 2 ჩ/კ
- სიმინდის ულვაში – 1,5 ჩ/კ
- კატაბალახა – 1 ჩ/კ
- ასკილი – 1,5 ჩ/კ
- კუნელი – 1 ჩ/კ
- ფაბრიკული ჩაი – 9-10 ჩ/კ
მომზადების და მიღების წესი:
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში. ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში სასურველი ოდენობით, დაასხით მდუღარე წყალი, 1 ჩაის კოვზზე – 1 ჭიქა, ჩაისავით დააყნეთ და დალიეთ.
ამ ჩაის რამდენიმე წელია ვსვამ მეგობრის რჩევით. მართლაც უკეთესად ვგრძნობ თავს; დავმშვიდდი, საჭმლის მონელება მომიწესრიგდა, კუჭსა და ნაწლავებში უსიამოვნო შეგრძნებებს აღარ ვუჩივი. ჩემი გოგონაც, რომელსაც ძალიან დაძაბული სამუშაო აქვს, ამ სასმელს სვამს და აფთიაქში არავითარ დამაწყნარებლებს აღარ ყიდულობს.