შვილის გაჩენა 35 წლის შემდეგ საშიში არ არის.

შვილის გაჩენა 35 წლის შემდეგ საშიში არ არის. რა ვადით შეიძლება გადაიდოს დედობა?თანამედროვე სამყაროში, ქალების უმეტესობა მხოლოდ 35 წლის ასაკში იძენს მკაფიო გაგებას, თუ რა სურთ ცხოვრებისაგან. ამ გაგებასთან ერთად მოდის საკუთარ თავზე ზრუნვის, საკუთარი შინაგანი რესურსების მართვის და ზოგადად ცხოვრების მართვის უნარი. ვიღასაც უკვე ჰყავს შვილები და სურს ხელმეორედ იგრძნოს დედობის ბედნიერება, ვიღაცა კი ახლა მივიდა იმ აზრამდე, რომ სურს შთამომავლობის გაჩენა. გვიან ხომ არ არის?ითვლება, რომ 20-დან 30 წლამდე დაორსულება უფრო უსაფრთხოა, როგორც ქალისათვის, ასევე ბავშვისთვის, რადგან ასაკთან ერთად იზრდება გართულებების რისკიც, – ამბობს მეან გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი, რეპროდუქციული მედიცინის ინსტიტუტის ჰემოსტაზიოლოგი – ნინა ანტიპოვა. თუმცა, ასაკი ყოველთვის არ არის ჯანმრთელობის დონის მაჩვენებელი. ხშირად, ქალი 35 წლის ასაკში, უფრო მეტი პასუხისმგებლობით უდგება საკუთარ სხეულს, ვიდრეს იგივე – 25 წლის ასაკში: მავნე ჩვევებზე უარის თქმა – კარგი ფიზიკური ფორმის სასარგებლოდ, დროული ვიზიტები ექიმებთან და ანალიზების ჩაბარება. სხვათა შორის, გეგმიური გამოკვლევის დროს ყოველთვის შეგიძლიათ ჩააბაროთ ანალიზი ანტი-მიულერზე, ჰორმონზე, რომელიც ითვლება რეზერვი კვერცხუჯრედების არსებობის ინდიკატორად. შედეგი გიჩვენებთ, რა ვადით შეიძლება ორსულობის გადადება, დიდი რისკის გარეშე. თუ ფიქრობთ შორეულ მომავალზე, მაშინ თანამედროვე მედიცინა გთავაზობთ ბიომასალის გაყინვას შემდგომი გვიანი ინ ვიტრო განაყოფიერებისათვის. ასეთი კვერცხუჯრედები ინარჩუნებენ რეპროდუქციულ ფუნქციას და შეუძლიათ ჯანმრთელი ბავშვის ჩასახვა.

გვიანმა ორსულობამ, შესაძლოა დადებითი გავლენა იქონიოს ორგანიზმზე და ქალს თავი უფრო ახალგაზრდად აგრძნობინოს. ბავშვის გაჩენის დაგეგმვისას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობაც. როგორც წესი, 35 წლის ასაკში, ქალი უფრო გაცნობიერებულად უდგება დედობის საკითხს და ფსიქოლოგიურად უფრო მდგრადია ახალი როლის მიმართ.თუმცა, ბიოლოგიური ასაკის მოტყუება ძალიან რთულია. არსებობს გამართლებული რისკები, რომლებსაც შეიძლება გადააწყდეს მომავალი დედა 30 წლის ასაკის შემდეგ. ორგანიზმი ბერდება, ამასთან ერთად ჩნდება ახალი დაავადებები: მომატებული არტერიული წნევა, შეინიშნება დიაბეტი და ვენურ სისხლძარღვთა დაავადება. ეს ზრდის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის გაჩენის რისკს.თანამედროვე მედიცინა იძლევა თანდაყოლილი დაავადებების დიაგნოსტირების საშუალებას, ბავშვის დაბადებამდეც კი. ანომალიების განვითარების რისკის შესამცირებლად, ქალმა უნდა დაგეგმოს ორსულობა ექიმთან ერთად. და ეს უნდა მოხდეს ასაკის მიუხედავად. მხოლოდ სპეციალისტი შეძლებს სწორად აკონტროლოს ნაყოფის განვითარების დინამიკა, დანიშნოს საჭირო გამოკვლევები, შეარჩიოს წამლები და ვიტამინები.წარმატებული ორსულობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია პოზიტიური განწყობა და ექიმის ნდობა. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და მოექეცით მას პასუხისმგებლობით. თუ გაქვს სურვილი, რომ 35 წლის ასაკში გახდეთ დედა – თანამედროვე მედიცინა შემოგთავაზებთ ყველაფერ აუცილებელს, კომფორტული და უსაფრთხო ორსულობისათვის, დამოუკიდებლად თქვენი ასაკისა.

ასევე იხილეთ

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.