ძილის რეჟიმის დარღვევა რომ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად მოქმედებს, ცნობილი ფაქტია. ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად და მის მოსაწესრიგებლად მეცნიერები ბევრ სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობენ. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი კი, საღამურის გარეშე დაძინებაა. ვნახოთ, შიშველი ძილის 4 უპირატესობა. რატომ არის რეკომენდებული, რომ საწოლში სამოსის გარეშე დაიძინოთ:
1
უკეთ გძინავთ: პირველი და მთავარი უპირატესობა ძილის ხარისხის გაუმჯობესებაა. როგორც აღმოჩნდა, ორგანიზმი უკეთ ახერხებს დასვენებას დაბალ ტემპერატორაზე. ზედმეტი ტანსაცმელი სხეულის ტემპერატურას რამდენიმე გრადუსით ზრდის.
2
დაცულები ვართ ბაქტერიებისგან: სტატისტიკის მიხედვით, ადამიანები შედარებით იშვიათად რეცხავენ პიჟამას. Საწოლის ტანსაცმელი ყოველდღიურად იჟღინთება ბაქტერიებით, რომლებმაც შესაძლო კანი გააღიზიანონ. სწორედ ეს არის შიშველი ძილის ერთ-ერთი უპირატესობა.
3
გეხმარებათ წონის დაკლებაში: აქ ისევ და ისევ საქმეში ტემპერატურა ერთვება. დაბალ ტემპერატურაზე სხეული გაცილებით მარტივად ახერხებს კალორიების დაწვას.
4
იზრდება თვითშეფასება: კვლევებმა აჩვენა, რომ შიშველი ძილი საკუთარი თავის მიღებისა და შეგუების პროცესს ხელს უწყობს. ადამიანი იღებს თავს, როგორიც სინამდვილეშია და თვითშეფასებაც იზრდება.