ცხარე, არომატული და ძალიან გემრიელი აჯიკა

მომზადების დრო- 2.30წთ, მომზადების სირთულე- მარტივი

საჭირო მასალა:

  • 1 კგ მწარე წითელი წიწაკა
  • 500გ ტკბილი წითელი წიწაკა
  • 100გ ნიორი
  • 50 გ ქინძი, ოხრახუში და ნიახური
  • 30 მგ ძმარი
  • 1ჩ.კ ხმელი ქინძი
  • 250 გ მარილი
  • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

წიწაკა 3 დღის განმავლობაში დატოვეთ გაშლილ მდომარეობაში. შემდეგ კი გაჭერით შუაზე და მოაშორეთ თესლი.

ძმარი აადუღეთ და გააცივეთ.

ყველა პროდუქტი გაატარეთ ხორცაკეპში ან დააბლენდერეთ. შემდეგ კი კარგად აურიეთ ხის კოვზით.

დაუმატეთ ქმელი ქინძი და მარილი, შემდეგ ძმარი და გააჩერეთ- 2-3 დღე. პერიოდულად ამოურიეთ ხოლმე. შემდეგ გაანაწილეთ ქილებში. ზემოდან მოასხით ცოტა მცენარეული ზეთი და მჭიდროდ დაახურეთ თავი. შეინახეთ ცივ ადგილას.

ასევე იხილეთ

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.