ყოველდღიური ჰოროსკოპი

20 თებერვლის ჰოროსკოპი

ვერძი

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწიოთ, რაც თქვენს ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. ეცადეთ, სამსახურში შეცდომა არ დაუშვათ, რადგან კონკურენტები მხოლოდ ამაზე ოცნებობენ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია – შეგიძლიათ, დაწყებული საქმე მშვიდად დაასრულოთ.

კურო

ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ, რომ ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. გირჩევთ, საღამოს სილამაზის სალონში ვიზიტი დაგეგმოთ – დროა, იმიჯის შეცვლაზე იზრუნოთ. სავარაუდოდ, საყვარელი ადამიანის ახლობლები რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართავენ. არახელსაყრელი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის.

ტყუპები

სასურველია, ოჯახთან ერთად აქტიური დასვენება დაგეგმოთ. მოულოდნელი წინადადება ან შეხვედრა დიდი ხნის საქმიან პარტნიორთან შეხვედრა გელით. მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები. ეს, პირველ რიგში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებს ეხებათ. გაუთვალისწინებელმა მოვლენამ შეიძლება ოჯახში კონფლიქტები გამოიწვიოს.

კირჩხიბი

ეს დღე სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ და დიდი ხნის მანძილზე დაგამახსოვრდებათ. ეცადეთ, უფროს ადამიანებთან ურთიერთობის დროს ტაქტისა და ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ. საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, წარმატებით დასრულდება და სასურველ შემოსავალს მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის.

ლომი

ეცადეთ სამსახურში შეცდომა არ დაუშვათ, რადგან კონკურენტები მხოლოდ ამაზე ოცნებობენ. მოსალოდნელია მოგებიანი ბიზნესშეთავაზება, რომელზედაც უარი არ უნდა თქვათ. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება.

ქალწული

გამორიცხული არ არის, რომ ეს დღე კონფლიქტით დაიწყოს. ინტუიციით ხვდებით, როგორ შეათავსოთ პირადი ამბიციები გარშემომყოფების სურვილებთან. თუ სამსახურის მაძიებელთა რიგში ხართ, შეიძლება ხელსაყრელი სამსახური იპოვოთ ან თამამი პროექტი დაიწყოთ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია – შეგიძლიათ, დაწყებული საქმე შვიდად დაასრულოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნის, ქორწინებისა და ოჯახური წვეულებებისთვის. ამ დღის მთავარი ამოცანა შემოსავლების სწორად განაწილება და გადასახადების დროულად გადახდაა. შესაძლოა, მაცდური წინადადება მიიღოთ, მაგრამ დათანხმებას ნუ იჩქარებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია შეცდომა, რაც მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

მორიელი

აქტიური, შემოქმედებითად დატვირთული დღეა. ხელსაყრელი დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევისთვის. გირჩევთ, საქმიანი მოლაპარაკებები რამდენიმე დღით გადადოთ.

მშვილდოსანი

დილიდან რთული და დატვირთული დღეა. თავი შეიკავეთ სასიყვარულო პაემანზე წასვლისგან, რადგან რომანტიკული შეხვედრა შეიძლება კონფლიქტით დასრულდეს. სისწრაფე და გამოცდილება საშუალებას გაძლევთ, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოთ და თითოეული წარმატებით დაასრულოთ. გაუთვალისწინებელმა მოვლენამ შეიძლება ოჯახში კონფლიქტი გამოიწვიოს.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. დროა, დიდი ხნის უნახავი ნათესავები მოინახულოთ და დახმარება შესთავაზოთ. შემოქმედებითი პროფესიის თხის რქებს წარმატება ელით.

მერწყული

შესაძლოა, საქმიანი წინადადება მიიღოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, დაფიქრდით – სავარაუდოდ, ეს თქვენთვის არცთუ მოგებიანი იქნება. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება.

თევზები

შესანიშნავი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის. სამსახურში და სახლში მძიმე სამუშაოს შესრულებას უნდა ერიდოთ. წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა შესაფერისი მომენტის არჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია – შეგიძლიათ, დაწყებული საქმე შვიდად დაასრულოთ.

ასევე იხილეთ

ყოველდღიური ჰოროსკოპი

22 თებერვლის ჰოროსკოპი

ვერძი დღევანდელი დღე აქტიურია. გავლენიანი ადამიანები დაგეხმარებიან სამსახურებრივ წინსვლაში. რაც უფრო რთული იქნება თქვენი ამოცანა, …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.