4 რჩევა, რომლის დახმარებითაც ფეხსაცმელი ნებისმიერ უამინდობაში დაცული იქნება

წვიმასა და თოვლში ფეხსაცმელი განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს, თუ გვსურს რომ მან მომავალ სეზონამდე გაძლოს. გარდა ამისა, ფეხსაცმლის მდგომარეობაზე თქვენი ფეხების “კეთილდღეობა” არის დამოკიდებული, რომ ისინი მშრალი იყოს და არ გაიყინოს. არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც ფეხსაცმელზე ზრუნვის დროს უნდა დაიცვათ. წესები შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით თუ ფეხსაცმლისთვის რა მასალა არის გამოყენებული: ტყავი თუ ტყავის შემცვლელი, ზამში თუ ნაუბუკი, ტექსტილი თუ რამდენიმე მასალის კომბინაცია. ჰაერის დაბალი ტემპერატურის დროს ლაქის ფეხსაცმლის გამოყენება შეგიძლიათ საერთოდ დაივიწყოთ. 

1. ახალი ფეხსაცმელი

4 რჩევა, რომლის დახმარებითაც ფეხსაცმელი ნებისმიერ უამინდობაში დაცული იქნება

ახალი წყვილი ფეხსაცმლის შეძენისთანავე რეკომენდებულია მისი დამუშავება, სანამ ცუდ ამინდში მას ჩაიცვამთ. ზამშის ფეხსაცმლისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური კრემ-სპრეი, რომელიც დამცავ საფარს ქმნის. იგივე პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ სინთეტიკური მასალის და გლუვი ტყავისგან დამზადებული ფეხსაცმლისთვის, ოდნავ უფრო ცხიმიანი ტექსტურით. 

ასევე შეგიძლიათ ხალხური მეთოდი გაიხსენოთ, რამდენიმე ნივთიერება ერთმანეთს შეურიოთ ან ცალ-ცალკე გამოიყენოთ: აბუსალათინის ზეთი, მზესუმზირას ზეთი, ფუტკრის ცვილი, სკიპიდარი და უმარილო ღორის სალა. ისინი წყალში არ იხსნება, ამიტომ როგორც დამცავი საშუალება ისე შეგიძლიათ გამოიყენოთ. გამოყენების წესი მარტივია: სუფთა ტყავის ზედაპირზე დაიტანეთ ცოტაოდენი ნივთიერება, კარგად გაუსვით და დატოვეთ შეწოვისთვის ცოტა ხნით. უმჯობესია თუ პროცედურას ღამე ჩაატარებთ. სიტყვაზე, აბუსალათინის ზეთის შეწოვის სისწრაფის მიხედვით შეგიძლიათ გაიგოთ, სინამდვილეში რა მასალისგან არის ფეხსაცმელი დამზადებული. ნამდვილი ტყავი სწრაფად იწოვს, ხოლო ტყავის შემცვლელი მბრწყინავი დიდხანს დარჩება, რადგან ზეთი შიგნით გვიან აღწევს. 

2. ქუჩაში გასვლის წინ

4 რჩევა, რომლის დახმარებითაც ფეხსაცმელი ნებისმიერ უამინდობაში დაცული იქნება

ფეხსაცმლის დასაცავად რეაგენტების და მარილისგან, რომელთაც ზამთარში ქალაქის გზებზე ყრიან, კარგი იქნება თუ რეგულარულად წყლის და ბინძური არასასიამოვნო ეფექტისგან დამცავ სპეციალურ საშუალებას გამოიყენებთ. მწარმოებლები პირობას იძლევიან, რომ მათი დახმარებით ფეხსაცმელზე მარილოვანი ლაქები არ გაჩნდება და გარეგნული მხარე გაუმჯობესდება. პროცედურა საღამოს ჩაატარეთ, რომ ღამის განმავლობაში ნივთიერება ფეხსაცმელმა ბოლომდე შეიწოვოს. დილით გლუვი ტყავის ფეხსაცმელი სპეციალური ქსოვილით გაწმინდეთ. 

ხალხური მეთოდის მოყვარულები სხვა მეთოდს იპოვიან: შეგიძლიათ გამოიყენოთ WD-40 როგორც წყალგაუმტარი საშუალება და ფეხსაცმლის მარილის ლაქებისგან დამცავი. რატომაც არა, უბრალოდ ფრთხილად იყავით ამ აეროზოლის პრეპარატის გამოყენების დროს. 

3. სახლში დაბრუნების შემდეგ

4 რჩევა, რომლის დახმარებითაც ფეხსაცმელი ნებისმიერ უამინდობაში დაცული იქნება

სახლში დაბრუნების შემდეგ ფეხსაცმელი მაშინვე გაწმინდეთ მშრალი ქსოვილით ან ქაღალდით, რომ წყლის და თოვლის ნაწილები, სიბინძურე და რეაგენტები მოაშოროთ. თუ ფეხსაცმელი ძალიან დაგისველდათ, ოთახის ტემპერატურაზე უნდა გააშროთ. მაგრამ ბატარეასთან ან გამათბობელთან ახლოს არ დატოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხსაცმელი დეფორმირდება. საუკეთესო ვარიანტი – პოლისტიროლის ბალიშის ან ფეხსაცმლის სპეციალური საშრობის გამოყენება. იმპროვიზირებული საშუალება: ფეხსაცმელი ქაღალდით ამოავსეთ, ისინი სითხეს შეიწოვენ. წინასწარ ღაბაში ამოიღეთ. სიტყვაზე სწორედ ისინი მიუთითებს რამდენად ხარისხიანია ფეხსაცმელი. 

4 რჩევა, რომლის დახმარებითაც ფეხსაცმელი ნებისმიერ უამინდობაში დაცული იქნება

როცა გაშრება, აუცილებლად წაუსვით ტყავის აღსადგენი კრემი. ფეხსაცმელი ღია თაროებზე შეინახეთ, არ ჩადოთ ყუთებში. ეს არ ეხება ფეხსაცმლის ხანგრძლივი დროით შენახვას, აქ სულ სხვა პროცედურები არის საჭირო. 

თუ ნატურალურ ტყავზე ლაქა გაჩნდა, შეგიძლიათ ეს ადგილი ძმრით ან ბენზინით დაამუშაოთ, როცა გაშრება რამდენი წვეთი აბუსალათინის ზეთი წაუსვით. 

წვიმიან ამინდში ზამშის ფეხსაცმელი უმჯობესია არ გამოიყენოთ. თუ მაინც თოვლსა და წვიმაში მისი ჩაცმა მოგიწიათ, აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ. სიბინძურის ან მარილის ლაქების მოსაშორებლად სპეციალური ჩოთქი გამოიყენეთ. ან ხალხური მეთოდი გაიხსენეთ: ზედაპირი გამხმარი პურით გაწმინდეთ, შემდეგ ძველი კბილის ჩოთქით დაამუშავეთ, შედეგად ზამშს თავდაპირველ იერს დაუბრუნებთ. ცუდ ამინდში გასვლამდე სპეციალური წყალგაუმატარი ნივთიერება წაუსვით, რომელიც კონკრეტულად დელიკატური სახის ტყავისთვის არის განკუთვნილი.

4. ნიუანსები

4 რჩევა, რომლის დახმარებითაც ფეხსაცმელი ნებისმიერ უამინდობაში დაცული იქნება

ფეხსაცმლის რესტავრირება სპეციალური აღმდგენი საშუალებით ან საკვები სოდით შეიძლება, რომელსაც სველ ქსოვილზე უსვამენ და ამით დაზიანებულ ადგილს ამუშავებენ. 

ფერადი ფეხსაცმელს ნათელი რომ შევმატოთ შესაბამისი ფერის კრემ-საღებავი უნდა გამოიყენოთ. 

უსიამოვნო სუნს თავი რომ ავარიდოთ. ფეხსაცმლის შიდა ნაწილი სპეციალური ანტისეპტიკური საშუალებით, დეზოდორანტით დაამუშავეთ. 

ვიმედოვნებთ, ეს რჩევები დაგეხმარებათ ფეხსაცმელი მომავალ სეზონამდე შეინარჩუნოთ, რადგან მას დიდხანს და გულმოდგინედ არჩევდით. თქვენ დახარჯავთ დროს და ენერგიას, რომ ფეხსაცმელი გაწმინდოთ, გამოაშროთ, წაუსვათ კრემი, მაგრამ შედეგი ამად ღირს. 

ასევე იხილეთ

ვსწავლობთ თანამოსაუბრის აზრების ,,წაკითხვას” მისი ჟესტების მიხედვით

ვსწავლობთ თანამოსაუბრის აზრების ,,წაკითხვას” მისი ჟესტების მიხედვით

ფსიქოლოგებმა უკვე დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ადამიანის ნამდვილი აზრები და გრძნობები შეგიძლია ამოვიცნოთ მისი არავერბალური …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.