იცოდით, რომ ეს სასმელი ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს?
ფაქტი №1 – შამპანური დაბალკალორიული პროდუქტია:
მაგალითად, ერთ ბოკალ ღვინოში 135-დან 200 კალორიამდეა, მაშინ როცა ბრუტში მხოლოდ 95 კალორიაა.
ფაქტი №2 – შამპანური მეხსიერებას აუმჯობესებს:
ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ, თუკი კვირაში სამ ბოკალ შამპანურს მაინც დავლევთ, ეს დადებითად აისახება ჩვენს მეხსიერებაზე.
ამგვარი შედეგი აჩვენა ვირთხებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა: ერთ ჯგუფს ექვსი კვირა ასმევდნენ შამპანურს, მეორე ჯგუფს კი – არა. ლაბორატორიულ ცხოველებს ლაბირინთიდან გასასვლელი უნდა ეპოვათ. შედეგად, „ფხიზლების“ მხოლოდ 50%-მა შეძლო დავალების შესრულება, „მთვრალების“ კი – 70%-მა.
ფაქტი №3 – შამპანური უხდება სახის კანს:
შამპანური კანს ანტიოქსიდანტებით ავსებს. ასე რომ, დერმატოლოგების აზრით, შამპანურის სმა კანის ფერს ათანაბრებს.
ფაქტი №4 – შამპანური უხდება გულის მუშაობას:
დღეში ორი ბოკალი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის რისკს ამცირებს.
ფაქტი№5 – დაბოლოს – შამპანურს, უბრალოდ, ბევრს ვერ დალევთ:
შამპანური მაგრად და უცბად „ურტყამს თავში“, ამიტომაც განტვირთვისთვის ნაკლების დალევაა საჭირო.