6 ასაღზნები პროდუქტი რომელიც სახლში გაქვთ

ქალის ორგაზმი რთული ფენომენია: სიამოვნების მისაღებად საჭიროა ატმოსფერო, შესაფერისი პარტნიორი, განწყობა და ორგანიზმის მზადყოფნა… ამ უკანასკნელისთვის ეს პროდუქტები გამოგადგებათ:

თხილი
თხილი ყველაზე კარგად მოქმედებს სიამოვნების ხარისხზე, რადგან მასში შემავალი ომეგა-3 ქალის ლიბიდოს აძლიერებს. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეს გემრიელობა კალცის, ფოსფორისა და კალიუმის წყაროა, რაც ქმნის პატარა ენერგეტიკულ საწარმოს, ხოლო ენერგია კარგი სექსის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

ცხარე წიწაკა
წიწაკა თქვენს ორგაზმზე საუკეთესოდ იმოქმედებს. პირველ რიგში, წიწაკა ახურებს სხეულს და გვამზადებს სექსისთვის. მეორე, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას – მათ შორის, საშოს მიდამოებში. ხოლო როდესაც სისხლი მგრძნობიარე ორგანოებს ძლიერად მიეწოდება, სექსი შეუდარებელია.

ნიორი
მიუხედავად იმისა, რომ ნიორი სულ ბოლო პროდუქტია, რომელიც სექსთან კონტექსტში თავში მოგივათ, მაინც გეტყვით, რომ ნიორი შეიცავს დიდი რაოდენობით ალიცინს, რომლის დახმარებითაც სისხლის მიმოქცევა სასქესო ორგანოებში ძლიერდება. შესაბამისად, ძლიერდება აღგზნებადობაც. ახლა თქვენი გადასაწყვეტია, გექნებათ თუ არა სექსი ნივრის არომატის ფონზე.

ზეითუნის ზეთი
ხომ არ დაფიქრდით, რა შუაშია ზეითუნის ზეთი ორგაზმთან? აღმოჩნდა, რომ ზეითუნის ზეთი ტესტოსტერონის დონეს ზრდის და თუკი ფიქრობთ, რომ ეს ჰორმონი მხოლოდ კაცებს სჭირდებათ, ძალიან ცდებით. ზეითუნის ზეთი თქვენს ლიბიდოსაც აუცილებლად მოუტანს სარგებელს.

ბანანი
ბანანი B ვიტამინის ჯგუფის ნამდვილი წყაროა, რომელიც ჰორმონების სინთეზში აუცილებლად მონაწილეობს. ერთ-ერთი მათგანია სეროტონინი, რომელიც ბევრისთვის ცნობილია, როგორც განწყობასა და სიამოვნებაზე პასუხისმგებელი ჰორმონი.

შოკოლადი
რა თქმა უნდა, შოკოლადის გარეშე არაფერი გამოვა! თუმცა, ამ შემთხვევაში საუბარია შავ შოკოლადზე. ის შეიცავს ფენილეტილამინს, რომელიც ორგანიზმის მოდუნებას, დაკმაყოფილებასა და სიამოვნებას უწყობს ხელს. ამაღლებს განწყობას, ამცირებს სტრესს და არეგულირებს სექსუალურ სურვილს.

ასევე იხილეთ

ანალური სექსის წესები

ანალური სექსის წესები

ანალური სექსი ტაბუირებული თემა აღარ არის და მასზე საუბარს უკვე ღიადაც აგრძელებენ.მაგრამ მაინც ამ ტიპის …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.