7 პროდუქტი, რომლებიც აუცილებლად უნდა მიიღონ ქალებმა

თანამედროვე მსოფლიოში ქალები დაკავებულები არიან როგორც სამსახურის საქმეებით, ასევე საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე ზრუნვით.
ნახეთ 7 განსაკუთრებულად ჯანსაღი საკვები, რომლებიც თქვენი კვების რაციონს აუცილებლად უნდა დაამატოთ:

ისპანახი

ეს მწვანე ბოსტნეული საკმარისად დაფასებული არ არის, თუმცა მისი ფოთლები უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც ეხმარება ძვლებს გამაგრებაში და სხეულს მეტ ძალას აძლევს. ამ ყველაფერთან ერთად კი აძლიერებს იმუნიტეტსაც.

ოსპი

ნუტრიენტების შემცველობით მესამე ადგილასაა. მისი ვიტამინები განსაკუთრებით სასარგებლო 40 წელს ზემოთ ასაკის ქალებისთვისაა. შეგიძლიათ მიირთვათ ცალკე ან დაამატოთ თქვენს დიეტაში.

შვრია

ძალიან კარგი საშუალებაა ნახშირწყლებისა და ბოჭკოების ჯანსაღ მდგომარეობაში დასატოვებლად. შეიცავს უფრო მეტ ცხიმსა და ცილას, ვიდრე სხვა ნებისმიერი მარცვლეული. სავსეა ჯანსაღი მინერალებითა და სხვადასხვა ვიტამინით.

რძე

ქალები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, განსაკუთრებით ხშირად დგებიან ძვლების სისუსტისა და ტკივილის პრობლემის წინაშე. რძე ყველა იმ ვიტამინს შეიცავს, რომლებიც ამ პრობლემის გადაჭრაში სწრაფად დაგეხმარებათ. კალციუმის დიდ რაოდენობასთან ერთად რძე D ვიტამინს, ფოსფორსა და პროტეინებსაც შეიცავს.

ბროკოლი

ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი პროდუქტია, რომელიც დაგეხმარებათ ქოლესტერინზე ზრუნვაში. ბროკოლი ხელს უშლის ისეთი ნივთიერებების გამრავლებას, რომლებიც იწვევს კიბოსა და გულის პრობლემებს.

ჭარხალი

აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს წნეხს სისხლძარღვებში. ჭარხლის მირთმევა მის ფოთლებთან ერთადაც არის შესაძლებელი.

ნუში

¼ ჭიქა ნუში შეიცავს იმაზე მეტ პროტეინსა და ცილას, ვიდრე ერთი ცალი კვერცხი. ასევე, განსაკუთრებით სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის.

ასევე იხილეთ

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ორი კომპონენტისგან შემდგარი გამაახლგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ კანი ძალიან ხშირად გვღალატობს, იწყებს აქერცვლას, ხდება უფერული, ჩნდება …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.