7 რამ, რაც უმჯობესია საიდუმლოდ შეინახოთ

ყველამ ვიცით, რომ ზოგიერთი რამ, უმჯობესია არავის გავუზიაროთ. მაგრამ რა არის კონკრეტულად ის, რაც მხოლოდ საკუთარი თავისთვის უნდა შევინახოთ?

გმირული მომენტები

თქვენი გმირული მომენტებისა და მამაცური ქმედებების გაზიარებამ, შესაძლოა სხვას აფიქრებინოს, რომ სულელი ხართ. დაიმახსოვრეთ, თითოეულ ადამიანის ცხოვრება გამოწვევებითაა სავსე, ყველას თავისი პრობლემები აქვს და ყოველდღიურად, ყველა ადამიანი ჩადის საკუთარ გმირობას. ამიტომ მოდუნდით, ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ თქვენ ხართ გმირი და გამოიჩინეთ თავმდაბლობა.

მიზნები და სანუკვარი ოცნებები

თუ თქვენ უკვე გაქვთ დაისახეთ მიზნები და უკვე იცით, რა არის ყველაზე სანუკვარი ოცნება, მაშინ უმჯობესია, ისინი სხვებს არ გაუზიაროთ. რადგან მათმა შეფასებამ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენს აღქმებზე და ეჭვი შეიტანოთ საკუთარ თავში – ნუთუ მართლა ესაა ის, რაზეც ოცნებობთ? სინამდვილეში, ყველა ადამიანის შეფასება განსხვავდება, ამიტომ გულთან ახლოს არ მიიტანოთ სხვების კრიტიკა, იყავით თავდაჯერებული და მიჰყევით საკუთარ ოცნებებს!

ცხოვრებისეული ფილოსოფია

თქვენ გაქვთ საკუთარი შეხედულება ცხოვრებაზე. თქვენ გჯერათ რაღაცის, რაც განსაზღვრავს თქვენს მოქმედებებს, თქვენს ფიქრებს და ზოგადად, თქვენს ცხოვრებას. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, ეს მხოლოდ თქვენ გეხებათ და სხვას – არავის. ამიტომ, ნუ გააზიარებთ საკუთარი ქმედებების რეალურ მიზეზებს – ეს მხოლოდ თქვენი საქმეა.

ყველაზე დიდი სისუსტეები და შიშები

რაღაცის გეშინიათ? გაქვთ ყველაზე დიდი სისუსტე? ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს შიშები და სისუსტეები, რომლებსაც ყოველდღიურად ვუმკლავდებით. თუმცა, მათი სხვებისთვის გაზიარება ან დახმარების თხოვნა არ არის კარგი იდეა. მოდით, ვიყოთ გულწრფელები – რაც არ უნდა ახლობელი იყოს ადამიანი, შესაძლოა ეს თქვენს წინააღმდეგ გამოიყენოს.

წარსული წყენები

გესმით გამონათქვამი „წარსული წარსულია“? დიახ, წარსული წარსულია და არ არის საჭირო მისი ხელახლა გახსენება, რადგან ის უსარგებლოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ყველაფერი უკვე დასრულდა. აპატიეთ და გზა გააგრძელეთ – სინანულითა და ბოღმით ცხოვრება, მხოლოდ თქვენ დაგაზიანებთ.

ოჯახური კონფლიქტები და პრობლემები

ოჯახური პრობლემები ოჯახურ წრეში უნდა განიხილოთ და მოაგვაროთ. რადგან ყველა სხვა, ვინც თქვენი ოჯახის წევრი არ არის, უბრალოდ ზედმეტია. ოჯახი, ოჯახია და რაც არ უნდა მოხდეს, ის მაინც თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება, ამიტომ ბინძური თეთრეულის გაფენა, მხოლოდ თქვენს რეპუტაციას დააზიანებს.

რომანტიკული ურთიერთობის დეტალები

დიახ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ ან, არ ითვალისწინებენ პარტნიორების პირად სივრცეს. როგორც წესი, ამას დაშორების შემდეგ აკეთებენ და ისეთ დეტალებს აზიარებენ, რაც მარტივად რომ ვთქვათ, უხერხულია. პატივი ეცით თქვენს ყოფილ პარტნიორს და საკუთარ თავს. როგორი ნაწყენიც არ უნდა იყოთ, გაიხსენეთ ურთიერთობის ბედნიერი წუთები, იყავით მადლიერი და ნუ გახდებით „გამწარებული ყოფილი“.

ასევე იხილეთ

რისთვის უნდა ვისწავლოთ ყავის ნალექზე მკითხაობა

რისთვის უნდა ვისწავლოთ ყავის ნალექზე მკითხაობა

მკითხაობა ყავის ნალექზე მომავლის ამოსაცნობად – არის მარტივი, მაგრამ გამოცდილი მეთოდი, თქვენი აზრების დასამშვიდებლად და …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.