Haitong International Securities-ზე დაყრდნობით, Apple-მა iPhone 14-ს საინჟინრო ნიმუშების ტესტირება დაიწყო.
სმარტფონი იმყოფება EVT ტექნოლოგიურ ეტაპზე – ანუ Apple-ის ინჟინერების მიერ მიმდინარეობს აპარატურის ძირითადი ფუნქციების ტესტირება.
მათი თქმით, iPhone 14-ს A16 პროცესორი ექნება, თუმცა ის ბევრად არ გამოირჩევა A15-საგან.
მათ ასევე დაადასტურეს ჭორები იმის შესახებ რომ Pro მოდელებს 48MP კამერა ექნება.