BMW-მ გამოუშვა ავტომობილი, რომელსაც ფერის შეცვლა შეუძლია

BMW-მ CES 2022-ის ტექნოლოგიურ ფესტივალზე საავტომობილო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ტექნოლოგიური მიღწევა წარმოგვიდგინა – ავტომობილი რომელსაც ფერის შეცვლა შეუძლია.

HI Auto-ს ინფორმაციით BMW-მ ფერის ცვლილების ტექნოლოგიის შექმნა გასულ წელს 2022-ისთვის დაანონსა. კომპანიამ დანაპირები პირნათლად შეასრულა და ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ ავტომობილი, რომლის მუქი ნაცრისფერი ექსტერიერი თეთრით იცვლება და პირიქით. 

BMW-ს ჯერ-ჯერობით თავისი ავტომობილის პრეზენტაცია ოფიციალურად არ შემოუთავაზებია. ამდენად, ჩვენ არაფერი ვიცით იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს ახალი ტექონოლოგია. აუდიტორიამ სიახლის შესახებ Twitter-ის მომხარებლისგან გაიგო, რომელმაც BMW-ს ახალ მოდელს ვიდეო გადაუღო და სოციალურ ქსელში ატვირთა.

ვიდეოს ავტორის თქმით, ფერის ცვლილების ტექნოლოგია ტემპერატურასთან მიმართებაში ძალიან მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ, ადგილზე პრეზენტაციისთვის სათადარიგო ავტომობილიც იყო წარმოდგენილი, იმ შემთხვევისთვის თუ უკვე წარმოდგენილი მოდელი ძალიან გაცხელდებოდა ან გაცივდებოდა. 

ასევე იხილეთ

რატომ უნდა მივიღოთ რბოლაში მონაწილეობა წყალბადის ძრავით

რატომ უნდა მივიღოთ რბოლაში მონაწილეობა წყალბადის ძრავით

Toyota Motor Corporation-ი წყალბადის ძრავის ტექნოლოგიურ განვითარებაზე იწყებს მუშაობას. ერთსა და იმავე წინადადებაში „ტოიოტასა“ და …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.