ფეხის თითების ფორმა ბევრ საინტერესო ფაქტს გეტყვით თქვენს პიროვნებაზე

ფეხის თითების ფორმა ბევრ საინტერესო ფაქტს გეტყვით თქვენს პიროვნებაზე

როცა საქმე ჩვენს სხეულს ეხება, ტერფები ყველაზე ბოლოს გვახსენდება ხოლმე. თუმცა ფეხის თითების ნაწილიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თან მათ ბევრი რამის თქმა შეუძლიათ თქვენ შესახებ. მით უმეტეს თუ მათ ზომებს და განლაგებას გავითვალისწინებთ.

ქვემოთ მოცემულია ფეხის თითების 4 განსხვავებული ფორმა. ნახეთ რომელი მათგანია თქვენი და წაიკითხეთ შესაბამისი აღწერები.

პირველი სამი თითი თანაბარი სიგრძისაა

როცა პირველი სამი თითი თანაბარი სიგრძისაა, ბოლო ორი თითი ცალსახად მოკლეა. თითების ამ ტიპს მეორენაირად რომაულ თითებს ეძახიან, ვინაიდან ასეთი თითები ანტიკულ რომაელებს და ასევე ანტიკური იტალიის მაცხოვრებლებს ჰქონდათ.

თქვენთვის კი ეს ფორმა მეტყველებს იმაზე, რომ თქვენი ინტელექტი შეუდარებელია. უბრალოდ გწყურიათ ცოდნა და ცდილობთ ყველაფერში სილამაზე დაინახოთ. შედეგად, ადამიანებში საუკეთესოს ხედავთ, ვინაიდან ხართ იდეალისტი. პარტნიორებისთვის უზადოდ რომანტიკული ბრძანდებით და გჯერათ როგორც ფიზიკური, ისე მენტალური და სულიერი კავშირის სისრულის. ასეთი ფიქრები და ემოციები იდეალურ შეყვარებულად გაქცევთ.

თითები თანაბარ სიმაღლეზეა

თუ თქვენი თითები თანაბარი სიგრძისაა, შესაძლოა თქვენი წინაპრები გერმანელები იყვნენ, რადგან ასეთი თითები უმეტესად დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მაცხოვრებლებს ჰქონდათ.

წინაპრების მსგავსად, თქვენი ბუნებაც მიდრეკილია შრომისმოყვარეობის, სტაბილურობისა და რეალისტურობისკენ. თქვენ ძალიან სანდო ადამიანი ხართ მუშაობის პროცესში, გაქვთ გულწრფელი ბუნება და გამოირჩევით თავმდაბალი ხასიათით. როგორც პარტნიორი ხართ გულახდილი და სანდო, არასდროს გავიწყდებათ საყვარელი ადამიანის ინტერესები. გიყვართ მთელი გულით და მინიმალური კონფლიქტები გაქვთ ურთიერთობის განმავლობაში.

თითები სიმაღლის მიხედვით არის განაწილებული

თუ თქვენი თითები სიმაღლის მიხედვით არიან ჩაწყობილნი, შესაძლოა თქვენში არაბული ან ეგვიპტური სისხლი ჩქეფდეს.

თავგადასავლები თქვენი ცხოვრების საუკეთესო ნაწილია. მოგზაურობა ავსებს თქვენს გულს და გატაცებით გიყვართ ახალი ადგილების ხილვა. ცა, ჩიტები, ბუნება – ეს ყველაფერი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შეგრძნებით გავსებთ. საკუთარი თავის გამოხატვისას, ნაკლებად ფიქრობთ, თუ რას იფიქრებენ სხვები. არის დღეები, როცა მარტო ყოფნა და დასვენება გინდათ, რათა ხელახლა შეივსოთ ენერგიით ახალი მოგზაურობის დასაწყებად. თქვენ გჭირდებათ თქვენნაირი პარტნიორი, რომელიც სულ მზად არის თავგადასავლებისთვის. ეს კავშირი ყველაზე მეტად დაგაახლოვებთ.

მეორე თითი ყველაზე გრძელია

თუ მეორე თითი ყველაზე გრძელია, შესაძლოა ბერძნული ფესვები გქონდეთ. ასეთი ტიპის თითები მხოლოდ 20-30%ს აქვს.

კრეატიული, ინოვაციური, ჩარჩოებიდან გასული ადამიანი – ასე გახასითებთ ყველა. სამყაროს განსხვავებული კუთხიდან ხედავთ და შეგიძლიათ იყოთ შემოქმედებითი ყველა საქმეში. თქვენი ინტელექტი ყველას იზიდავს, თქვენი ლიდერული თვისებები ბევრ ადამიანს უჩენს მოტივაციას და შედეგად, გაქვთ უნარი დიდებული საქმეები აკეთოთ. თქვენს პარტნიორსაც ეს თვისებები მოსწონს თქვენში, თუმცა ყველაზე მეტად მას აღაფრთოვანებს თქვენი არაპროგნოზირებადობა, სიურპრიზების სიყვარული და პარტნიორის საჭიროებებზე ზრუნვა.

ასევე იხილეთ

აირჩიეთ კრისტალი და მიიღეთ გზავნილი მომავლისთვის

აირჩიეთ კრისტალი და მიიღეთ გზავნილი მომავლისთვის

დახედეთ სურათზე მოცემულ 4 კრისტალს, გააანალიზეთ ისინი და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ! დარწმუნდით, …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.