Panasonic-ის ახალი ტექნოლოგია ჰაერში ბაქტერიების 99,9%-ს ანადგურებს

Panasonic-მა შეიმუშავა nanoeTM X ტექნოლოგია, რომელიც ჰაერში ძირითადი ბაქტერიების 99,9%-მდე რაოდენობას კლავს. ის ხელს უწყობს ოთახში ცუდი სუნის, საშიში ნაწილაკების და ისეთი ალერგენების აღმოფხვრას, როგორიც არის საყოფაცხოვრებო ობი, მტვრის ტკიპები, მტვერი და ა.შ.

ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია ჰაერის გამწმენდებში, კონდიციონერებში და სხვა მოწყობილობებში, რომლებშიც nanoeTM X ნაწილაკების გენერატორი მონტაჟდება. ტიტანისგან დამზადებულ სპრეის ელექტროდზე ჰაერიდან უხილავი ტენიანობა გროვდება, ხოლო მაღალი ძაბვის შედეგად წარმოიქმნება ნანოზომის წყლის ნაწილაკები, ჰიდროქსილის რადიკალების მაღალი შემცველობით, რომლებიც მძლავრი ვენტილატორის საშუალებით ჰაერში იფრქვევა და ადამიანის ორგანიზმისთვის საზიანო ყველა დამაბინძურებელს ანადგურებს.

Panasonic ამ ტექნოლოგიას ბოლო 20 წლის განმავლობაში იკვლევდა და საბოლოოდ, მისი ეფექტურობა დაამტკიცა.

საერთაშორისო კვლევითმა ლაბორატორია Texcell-მა, რომელსაც კორონავირუსის ახალ შტამებზე ტესტების ჩატარების ნებართვა აქვს, Panasonic-ის ინოვაციური nanoeTM X ტექნოლოგია ახალი SARS-CoV-2 შტამის განადგურებაზე გამოცადა. ლაბორატორიული ტესტირებიდან ორი საათის განმავლობაში ვირუსის, თითქმის, 100% აღმოიფხვრა.

nanoeTM X ტექნოლოგიის ეფექტურობა, ასევე, გამოცადეს გერმანიის, დანიის, მალაიზიის, საფრანგეთისა და იაპონიის ლაბორატორიებში, რის შემდეგაც მან საერთაშორისო სერთიფიკატი მიიღო.

ამჟამად nanoeTM X ტექნოლოგიას აქტიურად იყენებენ იაპონიაში, სადაც Toyota-სა და Lexus-ის ავტომობილების ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებში ამონტაჟებენ, ხოლო Jaguar Land Rover მას უახლოეს მომავალში გამოიყენებს.

ცნობილი იაპონური ოპერატორის, Japan Railways-ის ელექტრომატარებლებზეც ახალი AIR-E დიფუზორი გენერატორები nanoeTM X ტექნოლოგიით მონტაჟდება. მას, ასევე, სავაჭრო ცენტრებში, სასტუმროებში, სკოლებში, საავადმყოფოებში, რესტორნებსა და ოფისებში იყენებენ.

ასევე იხილეთ

რატომ უნდა მივიღოთ რბოლაში მონაწილეობა წყალბადის ძრავით

რატომ უნდა მივიღოთ რბოლაში მონაწილეობა წყალბადის ძრავით

Toyota Motor Corporation-ი წყალბადის ძრავის ტექნოლოგიურ განვითარებაზე იწყებს მუშაობას. ერთსა და იმავე წინადადებაში „ტოიოტასა“ და …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.