Sony-მ ახალი სათვალე PlayStation VR2 წარადგინა

ღონისძიება CES 2022 დაიწყო და ელექტრომობილების შემდეგ Sony-მ ვირტუალური რეალობის ახალი სათვალე — PlayStation VR2 წარადგინა. სახელი ძალიან მარტივია, ის PS VR-ის მეორე ვერსიაა და, რაღა თქმა უნდა, Playstation 5-თან იქნება ინტეგრირებული. პრეზენტაციაზე ახალი სათვალე Sony Interactive Entertainment-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კომ რაიანმა გაგვაცნო.

Sony-მ სათვალის დიზაინი ისევ არ გვაჩვენა, თუმცა მისი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ბევრი რამ გავიგეთ. რა თქმა უნდა, PS VR2 სონის ახალი კონსოლისთვის, PS5-ისთვის იქნება განკუთვნილი. პრეზენტაციაზე სონიმ ახალი კონტროლერებიც აღგვიწერა. უკვე ვიცით, რომ მათ Sense კონტროლერები ერქმევა.

სათვალეს ტაქტილური ძრავები, თვალის მდებარეობის დამდგენი სენსორები, 90/120 ჰერციანი განახლების სიხშირე და 4K HDR გარჩევადობის ეკრანები ექნება. ის 110 გრადუსიან ხედვის კუთხესაც მიიღებს და PS5-თან მხოლოდ ერთი USB-C კაბელით დაკავშირდედბა.

რაიანმა PS VR2-ის პირველი დიდი ექსკლუზივის შესახებაც გვამცნო — ვირტუალური რეალობის სათვალისთვის Horizon Call of The Mountain გამოვა. თამაში 2022 წელს PS5-ისთვის განკუთვნილი Horizon Forbidden West-ის შემდეგ გამოვა.

დეტალურად რომ გავყვეთ — PS VR2-ის ეკრანი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 4K HDR გამოსახულებასა და 110 გრადუსიან ხედვის კუთხეს მოგცემს. ორივე თვალისთვის განკუთვნილი ეკრანი 2000×2040 გარჩევადობის მქონე OLED პანელი იქნება, 90/120 ჰერციანი განახლების სიხშირით.

სათვალეში ჩაშენებული იქნება კამერები, რომლებიც ჩვენი და ჩვენი კონრტოლერების აღქმას შეძლებენ. ამის დახმარებით, ჩვენი მოძრაობა და ხედვის მიმართულება თამაშში პირდაპირ აისახება და ვირტუალურ სათვალეს დამატებით გარე კამერას აღარ საჭიროებს.

PS VR2-ის Sense Technology აერთიანებს თვალის მონიტორინგს, 3D აუდიოს, ტაქტილურ სენსორებსა და Sense კონტროლერს. მათი ერთიანობა ძალიან ღრმა და რეალისტურ შეგრძნებებს მოგვცემს. უკეთ რომ ახვსნათ, სათვალე მიიღებს დამატებით ტაქტილურ სენსორებსა და ჩაშენებულ ვიბრაციის მოტორს. მათი მეშვეობით თამაშში დაძაბული მომენტების ან რბოლის დროს მანქანის აჩქარებისას, პერსონაჟის პულსის ცვლილებასაც კი ვიგრძნობთ, რაც თამაშიდან მიღებულ სიამოვნებას გაცილეით გაზრდის. ამ ყველაფერს თან, რაღა თქმა უნდა, 360 გრადუსიანი იდეალური ხმაც უნდა ახლდეს. სონიმ ამაზეც იფიქრა და PS5-ის Tempest 3D AudioTech ჩვენს გარშემო 360 გრადუსიან ხმას შექმნის.

რაც შეეხება თვალის მონიტორინგს, PS VR2-ს შეუძლია ამოიცნოს თუ როგორ მოძრაობს თქვენი თვალის ბადურა, ამიტომ თუ თვალების გაამოძრავებთ ეს თამაშში პერსონაჟის ხედვის მიმართულებაზეც აისახება. ეს დაგვეხმარება უკეთ შევიცნოთ ის ვირტუალური სამყაროები, სადაც თამაშის დროს მოგზაურობა მოგვიწევს.

უნდა ითქვას, რომ ვირტუალური რეალობის სათვალეებში ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. Sony PS5-ის გამოსაშვებად დიდი ხანი ემზადებოდა და როგორც ჩანს, VR თამაშების პოპულარობის ზრდასთან ერთად, PS VR2 კონსოლისა და ზოგადად მომავალი თაობის გეიმინგის ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად იქცევა.

ასევე იხილეთ

რატომ უნდა მივიღოთ რბოლაში მონაწილეობა წყალბადის ძრავით

რატომ უნდა მივიღოთ რბოლაში მონაწილეობა წყალბადის ძრავით

Toyota Motor Corporation-ი წყალბადის ძრავის ტექნოლოგიურ განვითარებაზე იწყებს მუშაობას. ერთსა და იმავე წინადადებაში „ტოიოტასა“ და …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.