TOP10 ყველაზე გავრცელებული შიში მსოფლიოში

დედამიწაზე უამრავი სახის შიში არსებობს, მაგრამ აქ არის ათი ყველაზე გავრცელებული ფობია:

სოციალური ფობიები

სოციალური ფობიები შიშის ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ისინი განიხილება შფოთვით აშლილობად და გულისხმობს გადაჭარბებულ პასუხისმგებლობას სოციალურ სიტუაციებში. ზოგ ადამიანს იმდენად ეშინია სხვისი აზრის მოსმენის, რომ ურჩევნია, თავი აარიდოს კონკრეტულ სიტუაციებს, მაგალითად, საჯარო სივრცეში ჭამას. 20-დან ერთ ადამიანს აქვს სოციალური ფობია.

აგორაფობია: ღია სივრცის შიში

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად გასაგებია, რომ ეს არის ღია სივრცის შიში, აგორაფობია ბევრად უფრო რთული შიშია. ეს არის სერიოზული შფოთვითი აშლილობა, რომელსაც შეუძლია ადამიანების საკუთარ სახლებში ჩაკეტვა ან ნორმალური ცხოვრების წართმევაც კი. აგორაფობიის მქონე ზოგიერთი ადამიანი თავს არიდებს კონკრეტულ ადგილებს ან ადგილს.

აკროფობია: სიმაღლის შიში

ზოგს სიმაღლის იმდენად ეშინია, რომ მაღალ სართულზე ესკალატორის საშუალებითაც კი არ ადის. სიმაღლის შიში ძალიან გავრცელებულია და თქვენ თუ არა, თქვენ გარშემო აუცილებლად ექნება ერთ ადამიანს მაინც.

პტერომერჰანოფობია: ფრენის შიში

საჰაერო კატასტროფები ტელეეკრანებზე ალბათ ყველა ჩვენგანს უნახავს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ფრენის შიში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა. მიუხედავად ამისა, ყოველდღიურად 100 000-ზე მეტი კომერციული ფრენა სრულდება მთელ მსოფლიოში და ელვის დარტყმის შანსები უფრო მაღალია, ვიდრე ავიაკატასტროფაში სიკვდილი.

კლაუსტროფობია: დახურული სივრცის შიში

ზოგჯერ ფრენის შიში რეალურად უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული დახურული სივრცის შიშთან. ამ შიშის მქონე ადამიანები ამბობენ, რომ გრძნობენ, რომ კედლები მათ სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. ზოგიერთი თეორიის მიხედვით, არსებობს გენეტიკური კავშირი კონკრეტულ ფობიებთან, როგორც ერთგვარი მიძინებული გადარჩენის მექანიზმი.

ენტომოფობია: მწერების შიში

ისინი პატარები არიან, ჩნდებიან იქ, სადაც მათი ადგილი არ არის და ზოგჯერ გვკბენენ. ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ მწერები არ გვიყვარდეს, თუმცა ზოგს მათი ისტერიკულად ეშინია. მიუხედავად ამისა, მწერები გადამწყვეტი რგოლია კვების ჯაჭვში და ჩვენ მათ გარეშე ვერ ვიცხოვრებთ.

ოფიდიოფობია: გველების შიში

გველები არც ინდიანა ჯონსს უყვარდა და მის მსგავსად, მსოფლიოში უამრავ ადამიანს აქვს ამ ქვეწარმავლების შიში. იცოდით, რომ ზოგ ადამიანს არასდროს უნახავს ახლოდან გველი, თუმცა ჰგონია, რომ მისი დანახვისას ცუდად გახდება?!

კინოფობია: ძაღლების შიში

ძაღლების შიში გავრცელებული ფობიაა, განსაკუთრებით, ბავშვებში. შიში შეიძლება გამწვავდეს ცხოველთან დაკავშირებული ნეგატიური გამოცდილებით და შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე რთული ფობია დასაძლევად.

ასტრაფობია: ქარიშხლის შიში

ჭექა-ქუხილი არასასიამოვნო მოსასმენია, ელვას შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანებს, მაგრამ ამის შანსი მცირეა. არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც ეს სასიამოვნო სანახავი მოვლენაა, თუმცა ასეთი სამყაროში ცოტაა.

ტრიპანოფობია: ნემსის შიში

მკლავში ლითონის ბასრი ნაჭერი ყოველთვის უსიამოვნო ასოციაციებს იწვევს და ბევრ ადამიანს უვითარდება ძლიერი ზიზღი ნემსების მიმართ. შიშს აძლიერებს ისიც, რომ ნემსი, როგორც წესი, ტკივილთან, ავადმყოფობასთან ასოცირდება.

ასევე იხილეთ

ვსწავლობთ თანამოსაუბრის აზრების ,,წაკითხვას” მისი ჟესტების მიხედვით

ვსწავლობთ თანამოსაუბრის აზრების ,,წაკითხვას” მისი ჟესტების მიხედვით

ფსიქოლოგებმა უკვე დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ადამიანის ნამდვილი აზრები და გრძნობები შეგიძლია ამოვიცნოთ მისი არავერბალური …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.